თამაშგარე

16:45 | 6.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მესის ოჯახი ყატარში

ფეხბურთელების დიდ ნაწილს არ უყვარს როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ცოლ-შვილი მიჰყვებათ, რადგან არსებობს ძველი საფეხბურთო ცრურწმენა, რომ თითქოს ოჯახის წევრების სიახლოვეს ფეხბურთელებისთვის უარყოფითი გავლენა აქვს და ეს მის მიერ ნაჩვენებ შედეგებზეც ცუდად აისახება.

ცრურწმენების ნაკლებად სჯერა არგენტინის ნაკრების კაპიტანს. ლეო მესიმ ცოლი და სამი ვაჟიშვილი ყატარში ჯერ კიდევ მუნდიალის დაწყებამდე ჩაიყვანა და როგორც თანამემამულე ჟურნალისტებთან თქვა, ჩემპიონატზე მისი მთავარი სტიმული და „დოპინგი“ სწორედ ცოლ-შვილის სიახლოვე და მათი გამხნევებაა.

ლეოს ცოლი, ანტონელა რეკუზო კი იმაზე წუწუნებს, რომ უჭირს ფეხბურთზე გადარეული და მამას დიდი გულშემატკივარი სამი ვაჟიშვილის მოთოკვა, რომლებიც მუდამ მზად არიან მამის მსგავსი მოქმედებები სახლშიც კი აკეთონ და ამის გამო მესების ოჯახში ღრიანცელი და დამსხვრეული ნივთები ჩვეულებრივ ამბად ითვლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132023