ფეხბურთი

14:17 | 6.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

უილშირი: „ჟირუ ახლა კარგ ფორმაშია და სახიფათოა“

ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ინგლის-საფრაგეთის მომავალი მეოთხედფინალის წინ, ჟურნალისტებს თავის არსენალელ თანაგუნდელზე, ოლივიე ჟირუზე ესაუბრა.

„ჟირუ? „მილანში“ ის გაცილებით უკეთესი გახდა. საერთოდ, იტალიაში გადასვლა მოუხდა. პრემიერლიგაში, „არსენალში,“ ის ერთთავად ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას ცდილობდა.

ახლა ის 30-ს გადაცილებულია, მაგრამ შესანიშნავ ფორმაშია და სახიფათოა.“ - ციტირებს უილშირის სიტყვებს The Sun.

მიმდინრე მუნდიალზე ჟირუმ სამ მატჩში 3 გოლი გაიტანა.

0.125823