ავტოსპორტი

1:00 | 6.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი პატრიკ ტამბე გარდაიცვალა

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, ფრანგი პატრიკ ტამბე, ვისაც ორი დიდი პრიზი აქვს მოგებული, 73 წლისა გარდაიცვალა. ტამბე რამდენიმე წელი პარკინსონის დაავადებას ებრძოდა.

ტამბეს თავისი კარიერის განმავლობაში, ორი რბოლა აქვს მოგებული და ორივე „ფერარისთან“ ერთად. 1982 და 1983 წლებში სან მარინოს დიდ პრიზზე გაიმარჯვა. გარდა ამისა, ხუთი რბოლა პოულ პოზიციიდან დაიწყო. 1983 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მან მეოთხე ადგილზე დაასრულა.

ფრანგმა პილოტმა სულ 114 რბოლაში მიიღო მონაწილეობა და ბევრი მათგანი ვერ დაასრულა. „ფერარის“ გარდა, „მაკლარენშიც“ ასპარეზობდა (1978 და 1979 წლებში). დიდი პრიზების ცირკში კი მისი დებიუტი 1977 წელს, ჰონკონგურ გუნდ „თეოდორ რეისინგთან“ ერთად შედგა.

ტამბემ ფორმულა 1-ში კარიერა 1986 წელს, „რენოში“ გატარებული ორი სეზონის შემდეგ დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131387