ფეხბურთი

23:49 | 5.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელებს, ხოსე ხიმენესს, ფერნანდო მუსლერას, ედინსონ კავანისა და დიეგო გოდინს ფიფასგან სასჯელი ელოდებათ.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, განას ნაკრებთან მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის შესახებ ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა გამოძიება დაიწყო ხსენებული ფეხბურთელებისა და ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციის მიმართ.

ფიფა ურუგვაელებს სადისციპლინო კოდექსის მე-11, მე-12 და მე-13 მუხლების დარღვევაში ედავება, რაც გულისხმობს დისკრიმინაციას, შეურაცხმყოფელ ქცევას, სამართლიანი თამაშის პრინციპების დარღვევასა და ფეხბურთელებისა და ოფიციალური პირების არასათანადო ქცევას.

შეგახსენებთ, რომ განასთან მატჩში ურუგვაელები მსაჯობით ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ, რაც შეხვედრის დასრულების შემდეგ აგრესიული ფორმით გამოხატეს. კავანიმ VAR-ის კამერაც კი დააზიანა.

0.121684