ნორვეგიელმა ალეკსანდერ ომოდტ კილდემ აშშ-ის ბივერ კრიკში კიდევ ერთი ჩქაროსნული რებოლა მოიგო. ამჯერად ის ყველაზე სწრაფი, სუპერ გიგანტში იყო და ამჯერადაც, შვეიცარიელ მარკო ოდერმატს აჯობა.
გამარჯვებულმა ცნობილ ფერდობ „ბერდს ოფ პრეის“ (მტაცებელი ფრინველები) ფინიშს წუთსა და 10.73 წამში მიაღწია და 0.20 წამით აჯობა მეორეზე გასულ ოდერმატს. მესამე ადგილი ფრანგმა ალექსის პინტურომ დაიკავა.
ამგვარად, კილდემ ოდერმატს სამაგიერო მიუზღო იმ მარცხისთვის, რომელიც მას შვეიცარიელმა კანადის ლეიკ ლუისში აგემა.
„ძალიან რთული იყო, ბნელოდა და ტრასაზე ბევრი ისეთი ადგილი იყო, სადაც შეცდომის დაშვება შეიძლებოდა. ვცდილობდი, რომ არ შევჩერებულიყავი, შეცდომა არ დამეშვა“, - ყვება კილდე, ვინც იმავე ტრასაზე, ერთი დღით ადრე დაშვების რბოლაც მოიგო.
ამ გამრჯვების მიუხედავად, კილდე ოდერმატს აბსოლუტურ კლასიფიკაციაში მაინც 40 ქულით ჩამორჩება.