ფეხბურთი

21:04 | 5.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია ახალ მწვრთნელს სამ ფეხბურთელთან შეთანხმებით აარჩევს

ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრებისთვის ახალ მწვრთნელს ეძებს, მას შემდეგ, რაც რობერტო მარტინესმა თანამდებობა დატოვა.

როგორც ბელგიური მედია იტყობინება, ფედერაცია ახალი მწვრთნელის შერჩევის საკითხში სამი ფეხბურთელის, ტიბო კურტუას, კევინ დე ბრუინისა და რომელუ ლუკაკუს აზრს გაითვალისწინებს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ რობერტო მარტინესი ბელგიის ნაკრებს 2016 წლიდან ავარჯიშებდა და 79 მატჩიდან 56 მოიგო, 13-ჯერ ფრეს დასჯერდა და 10 წააგო. ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ბელგიამ 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა მიმდინარე მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩა.

0.106268