პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა შვეიცარიასთან მატჩის წინ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრადა თქვა, რომ სამხრეთ კორეასთან მატჩში შეცვლის დროს 37 წლის ფეხბურთელის საქციელი არ მოეწონა, როდესაც მეტოქესთან იკამათა.
„მოედანზე არაფერი დამინახავს, შემდეგ ტელევიზორში ვნახე ეს კადრები და საერთოდ არ მომეწონა. თუმცა, ეს საკითხი მოგვარდა, ახლა მხოლოდ შვეიცარიასთან მატჩზე ვფიქრობთ და ამაზე ვართ ორიენტირებული.
„ალ ნასრი“? არაფერი ვიცი, ამ საკითხზე რონალდუსთან არ მისაუბრია, ეს მისი არჩევანი და მისი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ახლა მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიქრობს. ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება, რადგან შვეიცარია კონკურენტუნარიანი და ორგანიზებული გუნდია“, - თქვა სანტუშმა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიისა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 6 დეკემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.