მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის შვილმა და ამავდროულად, ასისტენტმა დავიდე ანჩელოტიმ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს.
„კვარაცხელიამ დაამტკიცა, რომ მართლაც საინტერესო ფეხბურთელია, ყველა მასზე ლაპარაკობს. ფეხბურთის გულშემატკივრისთვის სასიამოვნოა მისი თამაშის ყურება, რადგან ის ქმნის დისბალანსს, სწრაფია ერთი-ერთზე თამაშში. აქვს ძლიერი თვისებები და ყველაფერი იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს“, - თქვა უმცრსმა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.