ფეხბურთი

15:00 | 5.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

პელეს ქალიშვილები: ტყუილია, რომ პელე ,,პალიატურ მზრუნველობაზე" გადავიდა

პელეს ქალიშვილები, ფლავია და კელი უარყოფენ გავრცელებულ ცნობებს, თითქოს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა სიცოცხლის ბოლო პერიოდს ატარებს და ის ,,პალიატურ მზრუნველობაზეა" გადაყვანილი.



ლეგენდარული ფეხბურთელის ქალიშვილები მადლობას უხდიან ყველა იმ ადამიანს, ვინც პელეს თბილი შეტყობინება გამოუგზავნა. ისინი აცხადებენ, რომ პელე ჯერ მზად არ არის წასასვლელად.

,,არასწორია, როდესაც ხალხი ამბობს, რომ ის კრიტიკულ მდგომარეობაშია და რომ ის ,,პალიატური მზრუნველობის" ქვეშაა. დაგვიჯერეთ, ეს ასე არ არის" - განაცხადა პელეს ქაიშვილმა ფლავიამ.

მეორე ქალიშვილმა კელიმ თქვა, რომ ფეხბურთის ლეგენდას 3 კვირის წინ კოვიდი ჰქონდა, რამაც მისი დაინფიცირება გამოიწვია, ახლა კი პელე რესპირატორულ ინფექციას მკრუნალობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პელე სან პაულოში, ,,აინშტაინის" სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კი დამძიმდა და ის ,,პალიატურ მზრუნველობაზე" გადავიდა.

თეგებიპელე
0.118087