ფეხბურთი

11:32 | 5.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი კუნდეს ყელსაბამზე: მეგონა მოხსნილი ჰქონდა - ეს ჩვენი შეცდომაა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პოლონეთთან მატჩის დასრულების შემდგომ განაცხადა, რომ მათ თავადაც არ იცოდნენ, რომ კუნდე ყელსაბამით თამაშობდა.



საფრანგეთისა და პოლონეთის მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მატჩი შეაჩერა და ჟიულ კუნდეს ყელსაბამის მოხსნა მოსთხოვა, რაც წესით აკრძალულია. ამ წესის შესახებ თავად დიდიე დეშამმაც იცოდა, თუმცა ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ჟიულის სხეულზე თამაშის დროს შებმული ყელსაბამი არც შეუმჩნევია:

,,მოთამაშეებს არ აქვთ უფლება მატჩის დროს ყელსაბამი ატარონ. ისინი ვერ ითამაშებენ მზის სათვალეებით, საათით და ყელსაბამით, ეს დაუშვებელია. მე მეგონა მას მოხსნილი ჰქონდა. ეს ჩვენი შეცდომა და ჩვენი ბრალია.

არ ვიცი რა არის მასში განსაკუთრებული, თუმცა კუნდეს ის ვარჯიშზეც სულ უკეთია. მე მას ვუთხარი, რომ გაუმართლა და თავადაც რომ დამენახა, აუცილებლად მოვსთხოვდი მოხსნას." - განაცხადა დიდიე დეშამმა

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალურ მატჩში პოლონეთი 3:1 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108474