ფეხბურთი

10:22 | 5.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაჰიმ სტერლინგის სახლზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა - მისი ოჯახი სახლში იმყოფებოდა

სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, რაჰიმ სტერლინგის სახლზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც ფეხბურთელი სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნდა.



გუშინ ცნობილი გახდა, რომ რაჰიმ სტერლინგმა ინგლისის ბანაკი დატოვა და ოჯახური მიზეზების გამო სამშობლოში გაემგზავრა. დღეს კი ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მის სახლზე შეირაღებული თავდასხმა განხორციელდა მაშინ, როდესაც მისი პარტნიორი და მისი პატარა ქალიშვილი სახლში იმყოფებოდნენ.

სტერლინგი ძალიან მიზანდასახული იყო, რომ ინგლისს მსოფლიო თასზე დახმარებოდა, თუმცა ის თავის ოჯახზე და პატარა ქალიშვილზე ძალიან ღელავდა, რის გამოც ნაკრების დატოვება და სამშობლოში დაბეუნება მოუწია. მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ და გარეთ საუთგეიტმა.

რაჰიმი კატარში მაშინ დაბრუნდება, როდესაც დარწმუნდება, რომ მის ოჯახს საფრთხე არ ემუქრება. ინგლისის ნაკრებმა გუშინ მუნდიალის მეერვედფინალურ მატჩში სენეგალი მარტივად, 3:0 დაამარცხა და 1/4 ფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, საფრანგეთს დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრაში რაჰიმ სტერლინგი განაცხადში არ ყოფილა.

0.114704