ფეხბურთი

0:37 | 5.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაკალისტერი: "როცა ყველაფერი ცუდად მიდის, მესი არსაიდან ჩნდება და ჯადოსნობას ქმნის"

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ალექსის მაკალისტერმა ლიონელ მესიზე ისაუბრა და არგენტინის ნაკრებში მის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. როგორც მან აღნიშნა, მესი ყოველთვის ახერხებს ჯადოსნურად თამაშს.

„ლიონელ მესი წარმოუდგენელი ადამიანია, ლეგენდარული ფეხბურთელი. როცა ყველაფერი ცუდად მიდის, ის არსაიდან ჩნდება და ჯადოსნობას ქმნის. ამას ყველა ვხედავთ და მისი თამაში აღფრთოვანებას იმსახურებს. მას თამაშის მიმდინარეობის შეცვლის უნარი აქვს“, - თქვა მაკალისტერმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში 9 დეკემბერს, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.121873