ფეხბურთი

0:14 | 5.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუ: "ანრის გადასწრება ჩემთვის საამაყოა"

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ პოლონეთთან მატჩის შემდეგ, რომელშიც მან გოლი გაიტანა და ტიერი ანრის რეკორდი გააუმჯობესა, კომენტარი გააკეთა. როგორც ჟირუმ აღნიშნა, ანრის გადასწრება მისთვის საამაყოა.

„ეს ფანტასტიკურია, ბავშვობის ოცნება იყო ანრის გადასწრება. ჩემთვის ეს დიდი სიამაყეა და რაღაც განსაკუთრებულია ამის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაკეთება. იმედი მაქვს, რომ კვლავ გავაგრძელებ გოლების გატანას, რათა, რაც შეიძლება შორს წავიდე.

ჩემმა გოლმა სწორ გზაზე დაგვაყენა ძალიან რთულ მატჩში, რომელშიც მანამდე საფრთხე რამდენჯერმე დაგვემუქრა. თუმცა, შემდეგ მეორე და მესამე გოლის გატანაც მოვახერხეთ. ჩვენი თავგადასავალი გრძელდება, გზა ჯერ კიდევ გრძელია, მაგრამ დღეს ძალიან კმაყოფილები ვართ“, - თქვა ჟირუმ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ჟირუ 52 გოლითაა, ტიერი ანრის აქტივში კი 51 გოლია. საფრანგეთი მუნდიალის მეოთხედფინალში 10 დეკემბერს, ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.120039