ფეხბურთი

23:40 | 4.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიელი ფანების 70%-ს რონალდუს ძირითად შემადგენლობაში ხილვა არ უნდა

პორტუგალიის ნაკრების ქომაგებს კრიშტიანუ რონალდუს ძირითად შემადგენლობაში ხილვა არ სურთ.

ცნობილმა გამოცემა A Bola-მ გამოკითხვა ჩაატარა, უნდა იყოს თუ არა, რონალდუ შვეიცარიასთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში. გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, კერძოდ, 70%-მა უპასუხა, რომ კრიშტიანუ სასტარტოში არ უნდა იყოს.

როგორც ჩანს, ფანები კრიშტიანუს სათამაშო ფორმით უკმაყოფილონი არიან და აღარც მისი დამსახურება აღელვებთ. ამიტომაც, ურჩევნიათ, რომ შანსი სხვა ფეხბურთელმა მიიღოს.

მიმდინარე მუნდიალზე კრიშტიანუ რონალდუმ 1 გოლი გაიტანა და ისიც პენალტით. მთლიანობაში პორტუგალიის ნაკრებში მას 194 შეხვედრაში 118 გოლი აქვს გატანილი.

0.114423