კალათბურთი

23:09 | 4.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა ენდესაში რატი ანდრონიკაშვილის დებიუტი შედგა

ესპანეთის ლიგა ენდესაში რატი ანდრონიკაშვილის დებიუტი შედგა, რომლის „მურსია“ სტუმრად „ბასკონიას“ დაუპირისპირდა და სოლიდური სხვაობით 73:102 დამარცხდა.

რატი ანდრონიკაშვილმა სადებიუტო მატჩში 11 წუთი ითამაშა, საკუთარ გუნდს კი 2 ქულა და 4 პასი შესძინა. რატიმ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო კი არ უსვრია.

ამავე შეხვედრაში 19 წუთი გაატარა პარკეტზე თად მაკფადენმა, რომელმაც 5 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

„მურსია“ ლიგა ენდესაში 4 მოგებით და 6 წაგებით მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 10 დეკემბერს, „ბეტისთან“ გამართავს.

0.136982