ფეხბურთი

19:52 | 4.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუმ ანრის გადაასწრო, ლორისი ტურამს გაუთანაბრდა

ოლივიე ჟირუ საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ფრანგმა ფორვარდმა პოლონეთის ნაკრებს გაუტანა და ეროვნულ გუნდში თავი 52-ედ გამოიჩინა, რითაც ტიერი ანრის გადაასწრო.

ჟირუს 52 გოლის გასატანად 116 თამაში დასჭირდა, ხოლო ანრიმ 51 გოლი 123 შეხვედრაში გაიტანა.

ხსენებულ დუეტთან ყველაზე ახლოს ანტუან გრიზმანია 42 გოლით, მაგრამ კილიან მბაპეს ასაკს თუ გავითვალისწინებთ, მასაც შესანიშნავი შანსი აქვს, რადგან 23 წლისაა და 33 გოლი უკვე გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ დღესვე უგო ლორისმა საფრანგეთის ნაკრებში 142-ე თამაში ჩაატარა და ლილიან ტურამს გაუტოლდა. მათზე მეტჯერ „მამლების“ რიგებში არავის უთამაშია და მომდევნო მატჩში ლორისი რეკორდის მფლობელი გახდება.

0.116139