ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ დაადასტურა, რომ ნეიმარი გამოჯანმრთელდა და მერვედფინალში სათამაშოდ მზადაა.
სამხრეთ კორეასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ტიტეს ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა ნეიმარი, რაზეც ტიტემ გადაჭრით უპასუხა - დიახ.
შეგახსენებთ, რომ კოჭის ტრავმის გამო ნეიმარმა შვეიცარიასა და კამერუნთან ვერ ითამაშა. ბრაზილიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებთა მატჩი 5 დეკემბერს გაიმართება.