კალათბურთი

17:53 | 4.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 8 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-11 ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ფუენლაბრადას“ უმასპინძლა და იოლად, 97:72 დაამარცხა. კანარიელებმა გარდამტეხი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვეს და საქმე საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანეს.

შერმადინმა 15:32 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი საკუთარ გუნდს 8 ქულა და 4 მოხსნა შესძინა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 10-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფე“ 9 მოგებით და 1 წაგებით ლიგა ენდესაში პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 დეკემბერს, „ჟუვენტუტ ბადალონას“ ესტუმრება.

0.121642