სხვა

14:02 | 4.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი ნოკაუტი და გამარჯვება ბრწყინვალე სტილში: დოლიძემ ჰერმანსონსაც აჯობა (+VIDEO)

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. 34 წლის სპორტსმენმა საშუალო წონის მე-8 ადგილოსან ჯეკ ჰერმანსონს მეორე რაუნდში - ტექნიკური ნოკაუტით აჯობა.

ქართველმა მეტოქე პარტერში გადაიყვანა, მძიმე დარტყმები მიაყენა, რისაც ჰერმანსონმა ვერ გაუძლო და საბოლოოდ დანებდა.

დოლიძისთვის ეს შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო და აღსანიშნავია, რომ ქართველმა სამივე მეტოქეს ნოკაუტით აჯობა. დღის ბოლოს, დოლიძის ბრწყინვალე პერფორმაანდის "საღამოს წარმოდგენად დაასახელეს და ბონუსის სახით 50 000 დოლარიც მიიღო.

გეტყვით, რომ შვედური წარმოშვების ნორვეგიელი მებრძოლი ბოლო 5 წლის განმავლობაში გადამწყვეტი რაუნდის გარეშე მეორედ დამარცხდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ვისთანაც ჰენდერსონი აგებს, ის შემდეგ ან ტიტულზე იბრძვის, ანაც ამ ბრძოლის პრეტენდენტი ხდება.

რომან დოლიძეს UFC-ში 6 გამარჯვება დაუგროვდა, საერთოდ კი მის ანგარიშზე 12 მოგება და 1 მარცხია. ჩვენებური მომავალ კვირაში საშუალო წონის დივიზიონის რეიტინგის ტოპ 10-ში გადაინაცვლებს. ქართველმა ბრძოლის შემდეგ სასურველ მეტოქედ ხამზატ ჩიმაევი დაასახელა, რომელსაც 12 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს.

0.119025