NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ სტუმრად „შარლოტ ჰორნეთსს“ დაუპირისპირდა და 105:96 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა ამ შეხვედრაში 15 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი საკუთარ გუნდს 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა. სანდრომ 2-დან 1 ორქულიანი 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„მილუოკიში“ ყველაზე შედეგიანი ბობი პორტისი იყო, რომელმაც 20 ქულა დააგროვა, ხოლო „შარლოტში“ ტერი როზიე გამოირჩა 26 ქულით.
„მილუოკი ბაქსი“ 16 მოგებით და 6 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას 6 დეკემბერს, „ორლანდო მეჯიქთან“ გამართავს.