ფეხბურთი

10:30 | 4.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

სკალონი: "ისეთი განცდა მაქვს, რომ არგენტინაში ვთამაშობთ"

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ავსტრალიასთან გამარჯვების შემდეგ (2:1) კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ისეთი განცდა აქვს, თითქოს არგენტინაში თამაშობენ.

„კმაყოფილი ვარ, რადგან ძალიან რთული თამაში მოვიგეთ. ისინი ჩვენზე დასვენებულები იყვნენ და კარგ პრესინგს თამაშობდნენ. გუნდი არ იმსახურებდა ბოლო წუთებზე ტანჯვას, მაგრამ ეს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დამახასიათებელი მატჩი იყო.

დი მარია? იმედი ვიქონიოთ, რომ ნიდერლანდებთან იქნება და დღეების გასვლასთან ერთად უკეთ იქნება. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფეროა, თითქოს არგენტინაში ვთამაშობთ და ეს უნიკალური მომენტებია. ვან გაალთან შეხვედრა? მე „დეპორტივოს“ ფეხბურთელი ვიყავი, როცა ვან გაალი „ბარსელონას“ მწვრთნელი იყო. მისი სამწვრთნელო მეთოდების გადაღება ბევრმა სცადა და შესანიშნავი მწვრთნელია. ძალიან კარგი თამაში იქნება, ისტორიული გუნდის წინააღმდეგ. ვეცდებით, რომ ნიდერლანდების სუსტი მხარეები გამოვიყენოთ“, - თქვა სკალონიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და ნიდერლანდების ნაკრებთა მატჩი 9 დეკემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115691