ფეხბურთი

0:15 | 4.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

GAZZETTA: კვარას ფინტებით თანაგუნდელებიც კი გაოცებულები რჩებიან

,,ნაპოლი" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს, La Gazzetta dello Sport-მა კი ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი სტატია მიუძღვნა:



,,კვარაცხელიამ ვარჯიშზე შოუს დადგმა კვლავ დაიწყო, იმიტომ რომ ის ასეთია. როდესაც ხედავს, რომ ბურთი მასთან მიგორავს, ბავშვივით უხარია. იმ უნარებით, რაც მას გააჩნია, როდესაც ერთობა და მაღალი დონის ფინტებს ასრულებს, მისი თანაგუნდელებიც კი გაოცებულები რჩებიან. გუნდისთვის, რომელიც თურქეთში შეიკრიბა, საუკეთესო ამბავი ის არის, რომ კვარა დაბრუნდა და მზად არის, რომ გაერთოს. ალბათ არც ის არის დამთხვევა, რომ პირველ სავარჯიშო მატჩში გამარჯვებული სწორედ ის ყვითელი გუნდი გახდა, რომელშიც ხვიჩა თამაშობდა" - წერია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სეზონის პირველ ნაწილში 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა შეასრულა და თავის გუნდს 3 პენალტი მოუპოვა. სერია A-ს მიმდინარე სეზონი 4 იანვარს განახლდება და „ნაპოლი“ სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდება.

0.114799