განის ნაკრების შემტევის, ანდრე აიუს 7 წლის ქალიშვილმა მამამისის გაცუდებული პენალტისგან გამოწვეული ემოციების გამო გონება დაკარგა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ანდრეც და მისი ძმა ჯორდან აიუც ურუგვაისთან მატჩის შესვენებაზე შეცვალეს. როგორც ირკვევა, ფეხბურთელი მაშინვე საავადმყოფოში გაეშურა, როდესაც გაიგო, რომ მისმა ქალიშვილმა გონება დაკარგა, თუმცა კლინიკაში მისულს ის უკვე კარგ მდგომარეობაში დახვდა. ცნობილია, რომ პატარა გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მისი გონების დაკარგვა კი მხოლოდ პენალტის მომენტში გამოწვეული გადაჭარბებული ემოციით იყო გამოწვეული.
განის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი ურუგვაისთან 0:2 დათმო და ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა, თუმცა ამ წარმატებამ ვერც ურუგვაის უშველა. რაც შეეხება ანდრე აიუს, მან 21-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.