ძიუდო

20:31 | 3.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე გურამ თუშიშვილის ტედი რინერთან მოპოვებული გამარჯვება გაუქმდა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, გიორგი ათაბეგაშვილს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ახნილია ის, თუ რატომ გაუქმდა ქართველი ძიუდოისტის გამარჯვება.



,,ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო. ძიუდოს საერთაშორისო ორგანიზაციის სამსაჯო კომიტეტი აკონტროლებს არამხოლოდ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ტურნირებს, არამედ იმ ტურნირებსაც, რომელიც ორგანიზაციის კონტინენტური კავშირების მიერ იმართება.

გორში 26 ნოემბერს ჩატარებულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის შეხვედრაში აშკარა სამსაჯო შეცდომა დაფიქსირდა. ევროპის ძიუდოს ფედერაციის სამსაჯო დირექტორთან, ალექსანდრ იაცკევიჩთან კონსულტაციის შემდეგ, დადგინდა რომ ასეთი შეცდომის დაშვების დროს, გამონაკლისი არ დაიშვება.

IJF-ის სამსაჯო კომისიამ დაადგინა, რომ გურამ თუშიშვილის ვაზარი გაუქმებულია და იგი დასჯილია ჰანსოკუ-მაკეთი. გადაწყვეტილება თბილისის ,,მებრძოლის" მიერ დაფიქსირებულ საბოლოო შედეგზე გავლენას არ იქონიებს." - წერია განცხადებაში.


0.112753