ფეხბურთი

18:41 | 3.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

პელე სიცოცხლის ბოლომდე ,,პალიატურ მკურნალობაზე" გადადის

ფეხბურთის ლეგენდის, პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ დამძიმდა, რის გამოც ის სან პაულოში, აინშტაინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.



როგორც ირკვევა, კიბო, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას აღმოაჩნდა, მკურნალობას აღარ ექვემდებარება, რის გამოც დარჩენილი სიცოცხლეს ,,პალიატურ მკურნალობაზე" გაატარებს.

პალიატიური მკურნალობა არის სამედიცინო მომსახურება, რომლითაც რადიკალურად არ უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა, არ იცვლება უიმედო პროგნოზი და რომლის მიზანია, პაციენტის მდგომარეობის დროებითი შემსუბუქება. მასში ჩართულია ყველა იმ დარგის სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია, პაციენტს გაუწიოს შესაბამისი დახმარება, რათა ის სიცოცხლის ბოლომდე საზოგადოების სრულყოფილ წევრად დარჩეს.

თეგებიპელე
0.125345