ფეხბურთი

11:24 | 3.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ კორეელ ფეხბურთელთან კამათზე: "ვუთხარი, რომ გაჩუმებულიყო, ამის უფლება არ ჰქონდა"

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ სამხრეთკორეელ ფეხბურთელთან სიტყვიერ შელაპარაკებაზე ისაუბრა.

რონალდუ შეცვალეს და როდესაც მოედანს ტოვებდა, მას მეტოქემ სწრაფად გასვლისკენ მოუწოდა, რაზეც 37 წლის თავდამსხმელმა პასუხი გასცა:

„სანამ მოედანს დავტოვებდი, ერთ-ერთმა მეტოქემ მითხრა, რომ რაც შეიძლება მალე დამეტოვებინა მოედანი, მე კი ვუპასუხე, რომ უნდა მოეკეტა, რადგან ასეთი განცხადების უფლება არ ჰქონდა, ჩემთვის მას არაფერი უნდა ეთქვა. მსაჯს რომ ეთხოვა, მოედანს უფრო სწრაფად დავტოვებდი“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალია სამხრეთ კორეასთან 1:2 დამარცხდა და ჯგუფიდან ორივე გავიდა, ხოლო ურუგვაი და განა ჯგუფში ჩარჩნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116164