ბრაზილიის ნაკრებიც დამარცხდა. ტიტეს გუნდმა მერვედფინალის საგზური მეორე ტურში გაინაღდა, მაგრამ ალბათ სურდა, რომ პლეი-ოფში მარცხის გარეშე გასულიყო, თუმცა ეს ვერ მოახერხა.
„სელესაო“ კამერუნის ნაკრებს თითქმის გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდა და ძირითად შემადგენლობაში 9 ცვლილება ვიხილეთ. ბრაზილია კამერუნთან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ აფრიკელები თავს კარგად იცავდნენ. ბოლოს კი კონტრშეტევაზე თვითონ გაიტანეს.
რიგობერტ სონგის გუნდმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კარგი კონტრიერიში წამოიწყო, რომელიც ვინსენ აბუბაკარის უნაკლო თავური დარტყმით დასრულდა. გამოცდილი ფორვარდი კამერუნის ნაკრებში ნათელი წერტილი იყო და უცნაურია, რომ წინა ორ მატჩში ის ძირითად შემადგენლობაში არ იყო. აბუბაკარს ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული და გოლიც მერე მაისური გაიხადა, შესაბამისად, წითელი ბარათი უჩვენეს, თუმცა, იმდენად ბედნიერი იყო გამარჯვების გოლით, რომ ამაზე არც უფიქრია.
კამერუნის ნაკრებმა თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი თამაში მოიგო, ხუმრობა საქმე ხომ არაა - ბრაზილიის ნაკრები დაამარცხა! სხვათა შორის, ბრაზილიამ მუნდიალზე ჯგუფური ეტაპის თამაში 1998 წლის შემდეგ პირველად წააგო.
G ჯგუფის მეორე მატჩში შვეიცარიამ სერბეთს 3:2 აჯობა და ჯგუფიდან გავიდა. პირველი ადგილი ბრაზილიას ერგო (6 ქულა), მეორე - შვეიცარიას, რომელიც „სელესაოს“ მხოლოდ ბურთების ბალანსით ჩამორჩა (ერთი გოლი კიდევ რომ გაეტანა, პირველზე შვეიცარია გავიდოდა). კამერუნის ნაკრები 4 ქულით მესამეა და ტურნირი დატოვა, ხოლო სერბეთმა კატასტროფულად ითამაშა - 1 ქულა და ბოლო ადგილი.
კამერუნი - ბრაზილია 1:0 (0:0)
ლუსაილი, „ლუსაილ სთედიუმი“
კამერუნი (4-4-2): ეპასი; ფაი, ვუ, ებოსი, ტოლო; მბეუმო, კუნდე, ანგისა, ნგამალეუ (86. მბეკელი); აბუბაკარი, ჩუპო-მოტინგი
მწვრთნელი: რიგობერტ სონგი
ბრაზილია (4-4-2): ედერსონი; დანი ალვეში, მილიტაო, ბრემერი, ტელეში (მარკინიოსი 55); ანტონი (რაფინია 79), ფრედი (ბრუნო გიმარაეში 55), ფაბინიო, მარტინესი; გაბრიელ ჟეზუში (პედრო 64), როდრიგო (ევერტონი 55)
მწვრთნელი: ტიტე
გოლი: 1:0 აბუბაკარი (90)
გაფრთხილება: ტოლო (6), კუნდე (28), ფაი (32), აბუბაკარი (81, 90) - მილიტაო (7), ბრუნო გიმარაეში (85)
გაძევება: აბუბაკარი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 21 (8) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 3:11 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: ისმაილ ელფატი (აშშ)
1. | ბრაზილია | 3 | 2 | 0 | 1 | 3 | 1 | 2 | 6 |
2. | შვეიცარია | 3 | 2 | 0 | 1 | 4 | 3 | 1 | 6 |
3. | კამერუნი | 3 | 1 | 1 | 1 | 4 | 4 | 0 | 4 |
4. | სერბეთი | 3 | 0 | 1 | 2 | 5 | 8 | -3 | 1 |