ფეხბურთი

1:10 | 3.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

განის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

განის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოტო ადომ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ურუგვაისთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მსოფლიოს ჩემპიონატიც რომ მოგვეგო, მაინც წავიდოდი. ჩემი ოჯახი ჩვენს მომავალს გერმანიაში ხედავს“, - თქვა 47 წლის განელმა მწვრთნელმა.

ოტო ადო განის ნაკრებს მიმდინარე წლიდან ხელმძღვანელობდა და მთავარ მწვრთნელად მან კარიერაში პირველად იმუშავა. ოტო ადო გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგშია დაბადებული და კარიერის უმეტესი ნაწილიც იქ აქვს გატარებული.

აქვე გეტყვით, რომ ოტო ადო, კარლოს კეირუშის, ხერარდო მარტინოსა და რობერტო მარტინესის შემდეგ მეოთხე მწვრთნელია, რომელმაც მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.065535