ფეხბურთი

22:10 | 2.12.2022 | ნანახია 3249 - ჯერ

ნეიმარის მამა: "ჩემი შვილი ფინალისთვის დაბრუნდება"

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელის ნეიმარის მამამ, უფროსმა ნეიმარმა თავის შვილზე ისაუბრა და თქვა, რომ ის მოედანზე ფინალისთვის დაბრუნდება.

„ვფიქრობ, ნეიმარი მოედანზე ფინალისთვის დაბრუნდება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თანაგუნდელებს ტურნირის მოგებაში დაეხმაროს. რაც მთავარია, მას ფორმის პიკში დაბრუნება შეუძლია. ყველამ იცის, რომ ჩემს შვილს გუნდზე დიდი გავლენა აქვს, ის ნომერ პირველია“, - თქვა ნეიმარის მამამ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა პირველ ტურში სერბეთთან მატჩში მიიღო და ზუსტად როდის დაურბუნდება „სელესაოს“, ჯერჯერობით უცნობია.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:59 | 02.03.2020
dinamo222 (8587)

უმაგრესად ითამაშა და მარტო 32 ქულის გამო კი არა ყველა ბურთი ძალიან საჭირო დროებში ჩააგდო !

18:42 | 01.03.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

საქებარი სიტყვები სწორად შეარჩიეთ. "უზარმაზარი შენგელია" მამამისი კახა გახლავთ, თოკო "ბრწყინვალე შენგელიაა"

11:32 | 01.03.2020
baxt (1836)

ესპანური კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა თოკომ, 44 ეფექტიანობის მაჩვენებელი _ ფენომენალური რიცხვია!

03:05 | 01.03.2020
ronaldooooo (50)

ბრავო თოკო

0.071475
3249