ფეხბურთი

20:06 | 2.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალესიო ტაკინარდი: "კვარაცხელიას გუნდის ლიდერობის თვისებები აქვს"

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას ისეთი თვისებები აქვს, რაც გუნდის ლიდერობისთვის საჭიროა.

„ფეხბურთელის თვისებების დანახვამდე ვაკვირდები მოედანზე მის დამოკიდებულებას და კვარაცხელიას საოცარი თავმდაბლობა აქვს, ასევე ფეხბურთს ვნებით თამაშობს და ამ თვისებებით მხოლოდ გუნდის მამოძრავებელი ძალა, ლიდერი შეიძლება გახდეს. ვულოცავ მათ, ვისაც მისი სჯეროდა და ვინც აირჩია მისი შეძენა. იგივე ეხება კიმსაც, რადგან ამ მცველმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“, - თქვა ტაკინარდიმ.

შეგახსენებთ, რომ ალესიო ტაკინარდი 1994-2005 წლებში „იუვენტუსში“ და 2005-2007 წლებში „ვილიარეალში“ თამაშობდა, ხოლო კარიერა „ბრეშაში“ 2008 წელს დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115518