ფეხბურთი

16:44 | 2.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდები ფავორიტია, აშშ-ს შანსი ექნება

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური სტადია ნიდერლანდებისა და აშშ-ს ნაკრებთა შეხვედრით გაიხსნება.

ნიდერლანდები A ჯგუფში მასპინძელი კატარის, სენეგალის და ეკვადორის ნაკრებებთან ერთად იყო. ლუის ვან გაალის გუნდმა სამიდან 2 შეხვედრა მოიგო, ხოლო ერთი ფრე ითამაშა და ჯგუფიდან 7 ქულით - პირველი ადგილით გავიდა, ამიტომაც, მას მეტოქედ B ჯგუფის მეორეადგილოსანი ამერიკის ნაკრები შეხვდა.

ნიდერლანდების ნაკრებმა 1/16 ფინალში მასპინძელ კატარს 2:0 აჯობა. ამ შეხვედრაში გოლი კოდი გაკპომ შეაგდო, რომელიც იოჰან ნეესკენსის, დენის ბერგკამპისა და ვესლი სნეიდერის შემდეგ მეოთხე ნიდერლანდელი ფეხბურთელი გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ სამ ჩემპიონატში გაიტანა. ზოგადად, ნიდერლანდებმა ჯგუფში კარგი შედეგი აჩვენა, მაგრამ თამაშის ხარისხმა ბევრი კითხვა გააჩინა და რეალობა წესით პლეი ოფმა უფრო უკეთ უნდა გამოაჩინოს.

ამერიკის ნაკრებმა კი ჯგუფურ ეტაპზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, განსაკუთრებით დაცვაში, სადაც ერთადერთი გოლი გაუშვა და ისიც პენალტით. გრეგ ბერჰალტერის გუნდმა ალბათ მერვედფინალშიც უნდა იბრძოლოს და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ნამდვილად ექნება. საეჭვოა კრისტიან პულიშიჩის თამაში, რომელიც ირანთან შეხვედრაში გოლის გატანის მომენტში დაშავდა. თუმცა, უფრო დიდი შანსია, რომ მოედანზე გავიდეს, ყველაფერი თამაშის დღეს გადაწყდება.

სტატისტიკა

აშშ-ს ნაკრები თავის ბოლო ორ ჩემპიონატზე (2010 და 2014) ჯგუფიდან გავიდა. ზოგადად, ამერიკელებმა ბოლო 6 მუნდიალიდან, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, ოთხჯერ ჯგუფიდან გასვლა მოახერხეს.

აშშ-მ მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ ერთში ვერ გაიტანა გოლი.

ნიდერლანდების ნაკრები პირველი ეშელონის გუნდებში ერთადერთია (ალბათ პორტუგალიასთან ერთად), რომელსაც მუნდიალი არასდროს მოუგია. თუმცა, სამჯერ ფინალში დამარცხდა.

ნიდერლანდების ნაკრებს 17-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლოს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ჩეხეთთან დამარცხდა, რითაც იმ ტურნირს გამოეთიშა. ამრიგად, ლუის ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრებში დაბრუნების შემდეგ დაუმარცხებელია.

ნიდერლანდების და აშშ-ს ნაკრებები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრიან და ყოველთვის ამხანაგურ მატჩში. ევროპელების მხარეს დიდი უპირატესობაა - 4 მოგება, 1 წაგება. აშშ-მ სწორედ ბოლო თამაში მოიგო, 2015 წლის 5 ივნისს.

სავარაუდო შემადგენლობები

3 დეკემბერი, 19:00 საათი

დოჰა, „ხალიფა სთედიუმი“

ნიდერლანდები (3-4-1-2): ნოპერტი; ტიმბერი, ვან დეიკი, აკე; დუმფრისი, დე როონი, ფ. დე იონგი, ბლინდი; კლაასენი; გაკპო, დეპაი

აშშ (4-3-3): ტერნერი; დესტი, უიკერსი, რეამი, რობინსონი; მაკკენი, ადამსი, მუსა; ვეა, სარჟენტი, პულიშიჩი

0.117227