ფეხბურთი

14:43 | 2.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მორატა: "იაპონიასთან დაშვებულ შეცდომას თუ გავიმეორებთ, სახლში წასვლა მოგვიწევს"

ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა ალვარო მორატამ იაპონიასთან (1:2) მარცხზე კომენტარი გააკეთა. 30 წლის თავდამსხმელმა თქვა, რომ თუ იაპონიასთან დაშვებულ შეცდომას ისევ გაიმეორებენ, ეს უკვე სახლში წასვლის ფასად დაუჯდებათ.

"ეს ფეხბურთია და წარმოუდგენელი არაფერია. ახლა მთავარია, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. უნდა გავაანალიზოთ იაპონიასთან თამაში და მერვედფინალზე ვიფიქროთ. თითქმის ყველა მსოფლიო ჩემპიონატში, რომელსაც ვუყურე, ყველა გუნდს უჭირდა. აქ ადვილი თამაშები არ არსებობს.

ახლა ფლეიოფზე ფოკუსირებას დავიწყებთ და ვეცდებით, რომ ეს აღარ განმეორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლში წასვლა მოგვიწევს", - ციტირებს მორატას სიტყვებს Sport.es.

შგახსენებთ, რომ ესპანეთი სწორედ ალვარო მორატას გოლის წყალობით იგებდა, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდმა მეორე ტაიმის სამწუთიან ინტერვალში 2 ბურთი გაუშვა და საბოლოოდ ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა. რაც შეეხება თავად მორატას, მან ჯგუფში სამივე შეხბვედრაში მიიღოი მონაწილეობა და ყველა მატჩში გოლის გატანა შეძლო, გარდა ამისა 1 საგოლე პასიც ჰქონდა.

0.115121