ფეხბურთი

22:50 | 1.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

"პოსტის დატოვება ტურნირის დაწყებამდე გადავწყვიტე" ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ესპანელმა სპეციალისტმა თავად მას შემდეგ დაადასტურა, რაც მისი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში ვერ გავიდა.

"ბელგიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი პოსტზე ეს იყო ჩემი ბოლო თამაში იყო. ახლა უფრო ემოციური ვარ, ვიდრე ოდესმე. ასე მუშაობას ვერ გავაგრძელებ. მე უკვე დავემშვიდობე ფეხბურთელებს და პერსონალს. რაც არ უნდა მომხდარიყო წასვლას მაინც ვაპირებდი. მსოფლიოს ჩემპიონებიც რომ გავმხდარიყავით, პოსტს დავტოვებდი. ეს გადაწყვეტილება ტურნირის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მივიღე“, - ციტირებს მარტინესის სიტყვებს HLN.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის მწვრთნელმა ბელგიის ეროვნული ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა. მარტინესმა რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე "წითელი ეშმაკები" ნახევარფინალამდე გაიყვანა, სადაც საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა, შემდეგ კი მესამე ადგილისთვის მატჩში ინგლისის ნაკრებს მოუგო.

0.113909