ფეხბურთი

22:10 | 1.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ირანში გულშემატკივარი აშშ-სთან მარცხის ზეიმის გამო მოკლეს

ირანში უშიშროების ძალებმა მოკლეს გულშემატკივარი, რომელიც ირანის ნაკრების მარცხს აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ ზეიმობდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

წყაროს ცნობით, 27 წლის მეჰრან სამაკი იმის გამო მოკლეს, რომ ამერიკის გამარჯვებას საკუთარ მანქანაში აღნიშნავდა. მას თავში ესროლეს. გაირკვა, რომ გარდაცვლილი ირანის ნაკრების ფეხბურთელის, საიდ ეზატოლაჰის მეგობარიც იყო.

ირანში ორ თვეზე მეტია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ადგილობრივი რეჟიმის წინააღმდეგ, რის გამოც ირანის ნაკრების ფეხბურთელებმა ინგლისთან მატჩის წინ ეროვნული ჰიმნიც არ იმღერეს, ამან კი ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია და ფეხბურთელებს დაემუქრნენ.

შეგახსენებთ, რომ ირანის ნაკრები ჯგუფში 3 ქულით ჩარჩა. უელსი 2:0 დაამარცხა, მაგრამ ინგლისთან 2:6 და აშშ-სთან 0;1 დამარცხდა.

0.111685