პორტუგალიის ნაკრებს მარცხენა მცველი ნუნუ მენდეში გამოაკლდა. ინფორმაცია ლუზიტანელთა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
მენდეშს ბარძაყის ტრავმა აქვს, რომელიც ურუგვაისთან მატჩში მიიღო და ორი თვე ვერ ითამაშებს, შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატზე თავის გუნდს ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ 20 ფეხბურთელი ურუგვაისთან მატჩის პირველ ტაიმში რაფაელ გერეირომ შეცვალა. პორტუგალიის ნაკრები ჯგუფიდან უკვე გასულია, ბოლო ტურში კი სამხრეთ კორეას შეხვდება.