თამაშგარე

17:24 | 1.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ივანა - ხორვატიის იმედი და მშვენება

თუკი ვინმეს კატარში მიმდინარე მუნდიალზე დაწესებული შეზღუდვები გრძელ და ლამაზ ფეხებზე ჰკიდია, ეს პირველყოვლისა ხორვატი მოდელი და ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების თვალისმომჭრელი თილისმა ივანა კნოლია, რომლიც დოჰაში ორი კვირის წინ ჩავიდა და ენერგიას არ იშურებს კუბოკრულმაისურიანთა საქომაგოდ.

სანამ საქართველოში უსაქმურობდნენ და იმას არკვევდნენ, მუნდიალის მასპინძელს კატარი ქვია თუ ყატარი, ივანა კნოლი ჯერ კატარის სტადიონებზე ამზეურებდა გულმკერდს, შემდეგ ხორვატ ფეხბურთელებს ხვდებოდა, ამხნევებდა, აქეზებდა, ვნებით აღავსებდა და რაც მთავარია არწმუნებდა, რომ სამყარო უფრო საინტერესოა ვიდრე თვალუწვდენელი ქვიშიანი უდაბნო.

დასასრულ იმასაც გეტყვით, რომ 30 წლის ივანა კნოლი ამჟამად აშშ-ში, კერძოდ მაიამიში ცხოვრობს, თუმცა მშობლიურ ნაკრებს არასოდეს ღალატობს და კატარი მისთვის მესამე მუნდიალია, როდესაც არ დაიზარა და ხორვატიის ნაკრებს გაჰყვა საგულშემატკივროდ. სხვათაშორის, ივანა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ ძალიან ცნობილი ვინმეა და 700 000-მდე მომწონებელი ყავს. აბა არ უნდა ყავდეს?...

0.112438