კალათბურთი

18:00 | 1.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილმა კარიერის სარეკორდო ქულები ჩააგდო (+VIDEO)

სანდრო მამუკელაშვილმა G ლიგაში მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და კარიერის რეკორდი დაამყარა. ქართველი კალათბურთელის „ვისკონსინ ჰერდი“ „გრანდ რაპიდ გოლდს შეხვდა და თუ წინა დღეს აღნიშნული გუნდის წინააღმდეგ დამარცხდა, ახლა 112:106 გაიმარჯვა და რევვანში აიღო, რაშიც სანდრომ დიდი წვლილი შიტანა.

„მილუოკი ბაქსის“ 23 წლის ფორვარდმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა, რა დროშიც 32 ქულა, 14 მოხსნა, 2 შდეგიანი გადაცემა და 2 დაფარება გამოიმუშავა. მან 32 ქულით „რეპტორს 905-თან“ ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა, როდესაც 30 ქულა ჩააგდო. მამუკელაშვილმა 19-დან 13 სროლა ზუსტად გამოიყენა, მათ შორის 4-დან 2 სამქულიანი, 15-დან 13 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო.

ქართველი კალათბურთელის გუნდს 4 მოგების საწინააღმდეგოდ 6 მარცხი აქვს და ცენტრალურ დივიზიონში მე-5 პოზიციაზე იმყოფება, „ვისკონსინ ჰერდი“ მომდევნო შხვედრას 5 დეკემბერს, სიუქს ფოლსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.124164