პოლონეთის ნაკრების მეკარე, ვოიცეხ შჩესნი, ჟურნალისტებს მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან შეხვედრის შესახებ ესაუბრა.
„ცხადია, ისინი ფავორიტები არიან. საფრანგეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ შემდგომ ეტაპზე გასასვლელად.
მბაპეს შეჩერების გასაღები? თავად ვარ.“ - ციტირებს შჩესნის სიტყვებს RMC Sport.
ჯგუფურ ეტაპზე პოლონელებმა საუდის არაბეთს 2:0 მოუგეს, ასეთივე ანგარიშით წააგეს არგენტინასთან, მექსიკასთან კი ფრედ - 0:0 ითამაშეს.
საფრანგეთისა და პოლონეთის მერვედფინალურო მატჩი 4 დეკემბერს გაიმართება.