არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ პოლონეთთან გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდმა ისე უნდა გააგრძელოს, როგორც ამ შეხვედრაში ითამაშა.
„პენალტის გაცუდების შემდეგ გუნდი უფრო გაძლიერდა და დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიგებდით, მთავარი იყო პირველი გოლი გაგვეტანა. როგორც კი გოლი გავიტანეთ, ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა.
ენცო ფერნანდესი და ალექსის მაკალისტერი? ვინც უნდა გავიდეს მოედანზე, იცის, რა უნდა გააკეთოს და ყოველთვის მზადაა. ეს არის ამ გუნდის ერთიანობის სიძლიერე. ვიცოდით, რომ პირველი ადგილით ავსტრალიას შევხვდებოდით, მაგრამ ისიც ვიცით, რომ რთული თამაში გვექნება.
ჩემპიონატი მარცხით და ცუდად დავიწყეთ, რამაც გულშემატკივრებში შეშფოთება გამოიწვია, მაგრამ ყველა უნდა დამშვიდდეს, იმედი მაქვს, გავაგრძელებთ იმის დემონსტრირებას, რაც დღეს ვაჩვენეთ“, - თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრები მერვედფინალში 3 დეკემბერს, ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.