ფეხბურთი

19:05 | 1.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

შჩესნი: "მესისთან 100 ევრო წავაგე, მაგრამ არ მივცემ, ისედაც ბევრი ფული აქვს"

პოლონეთის ნაკრების მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ არგენტინასთან მატჩის დასრულების შემდეგ იხუმრა და თქვა, რომ ლიონელ მესისთან 100 ევრო წააგო, მაგრამ მისთვის ამ თანხის მიცემას არ აპირებს.

„პენალტის დანიშვნამდე მესის 100-ევროიანი სანაძლეო დავუდე, რომ პენალტი არ დაინიშნებოდა. შესაბამისად, მასთან სანაძლეო წავაგე. არ ვიცი, ეს მუნდიალზე ნებადართულია თუ არა, მაგრამ უკვე მნიშვნელობა არ აქვს, მისთვის 100 ევროს მიცემას არ ვაპირებ, ისედაც ბევრი ფული აქვს და ჩემი 100 ევრო რად უნდა?“, - იხუმრა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ პენალტი მას შემდეგ დაინიშნა, რაც მომენტი მსაჯმა VAR-ზე გადაამოწმა და პოლონელი მეკარის მხრიდან თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა, თუმცა მესის შჩესნიმ აჯობა და თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

0.114525