ფეხბურთი

22:07 | 30.11.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ფიფა 2026 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე პენალტების სერიის დანერგვას განიხილავს

ფიფა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებზე პენალტების სერიის დანერგვას განიხილავს. ამის შესახებ The Athletic იტყობინება.

2026 წლის მუნდიალზე 48 ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 16 სამგუნდიან ჯგუფში განაწილდებიან. პლეი-ოფში კი პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები გავლენ.

სწორედ იმიტომ, რომ ჯგუფები სამგუნდიანი იქნება, ფიფა ჯგუფურ ეტაპზეც პენალტების სერიის შემოღებაზე ფიქრობს, რათა გუნდების მხრიდან წინასწარ შედეგზე მოლაპარაკებების რისკი შეამციროს. საქმე ისაა, რომ თუ ჯგუფში მატჩი ფრედ დასრულდება, პენალტების სერიის მომგები გუნდი სატურნირო ცხრილში ბონუს ქულას მიიღებს

იმის გათვალისწინებით, რომ თითო ჯგუფში სამი გუნდი იქნება, ბოლო მატჩების ერთდროულად ჩატარება ვერ მოხერხდება (როცა ახლა ბოლო ტურის მატჩები პარალელურად იმართება), რადგან 3 გუნდიდან ერთს ჯგუფში გამოსვლა უკვე დასრულებული ექნება.

ფიფა შიშობს, რომ გუნდები, რომლებიც მატჩს ბოლოს ითამაშებენ, სასურველ შედეგზე შეთანხმება შეეძლებათ, რომელიც ორივე ეროვნულ ნაკრებს დააკმაყოფილებს. ამრიგად, პენალტების სერია შეამცირებს მოლაპარაკების რისკს. ამასთან, ხაზგასმულია, რომ პენალტების სერია შეიძლება მატჩის დაწყებამდე გაიმართოს, რაც კიდევ უფრო შეამცირებს მოლაპარაკების რისკს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი კანადაში, აშშ-სა და მექსიკაში ჩატარება და პირველად ისტორიაში 48-გუნდიანი იქნება. სამგუნდიანი ჯგუფებიდან პლეი-ოფში ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:50 | 21.08.2024
ძიუდოო123 (1282)

ან რაზეა საუბარი გუნდის ვიცე პრეზიდენტი იყო მგონი მაგ დროს ცქიტიშვილი მაყურებლებს რომ აუხტა და კაჩაობა დაუწყო. არასწორმა მენეჯმენტმა ფიფია გაკოტრებამდე მიიყვანა

13:49 | 21.08.2024
ძიუდოო123 (1282)

დინამო თბილისი იქცა დებილების თავშეყრის ადგილი მენეჯმენტს ვგულისხმობ. რამდენი ნიჭიერი ბიჭი დაკარგეს კაპიკებად როცა შეეძლოთ სერიოზული გუნდის შეკვრა შედეგების დადება რაც ფინანსურად გუნდსაც გააძლიერებდა. 800 000 გაVშებული მამარდა აზაროვიც 1 მილიონის ფარგლებშI გაუშვეს იგივე ნინუა და ბაზელში როა კვარა დავიტაშვილი და რამდენი დინამოს აკადემიის აღზრდილი 16-17 წლის ბიჭებს ყიდიან 1 მილიონის ფარგლებში იმის მაგიერ შეინარჩუნონ 19-20 წლამდე შეკრან გუნდი დაიმატონ ლეგიონერები ვინც გუნდს გააძლიერებს. წარმატებული ევრო სეზონი გაზრდილი მოთხოვნილება მის ფეხბურთელებზე დ აგაზრდილ ფას არ ნიშნვას? მაგრამ არაა არანაირი რისკი გატVლა დღევანდელი თეთრები ურჩევნიათ

23:51 | 20.08.2024
alfadhirhaiti (7530)

საინტერესო ამბის მომსწრენი ვართ.. რომან ფიფიას დიშლა მენეჯერი ამბობდა, რო საქართველოს დაბალი მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს და ამით ამართლებდა ფერმერებისგან წამოცმულ დინამოს. ამ დროს, სომხეთის ერთდროულად 3 გუნდი მაღალი დონის ლეგიონერებით პლეი-ოფში გადის და ჯგუფურ ეტაპთან ახლოსაა. ნორვეგიული ბოდო/გლიმტი ლამის 11 ნორვეგიელი გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე, ისეთ ფეხბურთს თამაშობენ. იგივეა კიდე ადგილობრივი უკრაინელებით დაკომპლექტებული დინამო კიევი. ყოველგვარი გასაპრავებელი თავზე დაეხათ ამ დილეტანტებს და მაინც არ უნდათ, რო მოგვშორდნენ. არ იცით საქმის კეთება და მენეჯმენტი, გადაებით ერთმანეთს და წადით!

23:43 | 20.08.2024
alfadhirhaiti (7530)

ახლა რაღას იტყვის რომან ფიფიას სირთა კანტორა?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.0677
სარეკლამო ადგილი - 99
X x X