საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ბნეი „ჰერცლიას“ უმასპინძლა და იოლად, 83:63 დაამარცხა.
ესპანურმა გუნდმა პირველივე პერიოდში 20-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ ძალიან დამაჯერებლად მოიგო.
გიორგი შერმადინმა 20:11 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და მხოლოდ თანაგუნდელ მარსელინო უერტასს ჩამორჩა, რომელსაც მარგი ქმედების 23 კოეფიციენტი ჰქონდა.
„ლენოვო ტენერიფე“ 3 მოგებით და 1 წაგებით H ჯგუფს ლიდერობს და მომდევნო ტურში 14 დეკემბერს, „პერისტერის“ უმასპინძლებს.