ფეხბურთი

1:20 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი მერვედფინალში სენეგალს შეხვდება

საქმე ისე აეწყო, რომ უელსს ჯგუფიდან გასასვლელად აუცილებელი მოგება სჭირდებოდა, თუმცა ესეც არ იყო საკმარისი მერვედფინალში მოსახვედრად. ჯგუფის პარალელურ მატჩში ამერიკას ან ირანს რომ გაემარჯვა, რობ პეიჯის გუნდი მაინც თამაშაგეთ რჩებოდა.

ინგლისელებს გაცილებით მარტივი ამოცანა ჰქონდათ - ფრეც ჰყოფნიდათ საუკეთესო თექვსმეტეულში მოსახვედრად.

პირველი ტაიმი დიდი ვერაფერი საცქერი გამოდგა, თუმცა ინგლისელების ორი მომენტი დაგვამახსოვრდა. როცა ბილინგემ-კეინი-ფოდენის კომბინაცია ამ უკანასკნელის ძლიერი დარტყმით დამთავრდა. ბურთი ოდნვ ასცდა დენი უორდის კარს.

იყო ასევე მარკუს რაშფორდის მაკრატელა, რომელიც გოლად გარდასახვის შემთხვევში, ალბათ ტურნირის ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობა იქნებოდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში უელსის ნაკრებში ცოტა უცნაური ცვლილება განხორციელდა - გარეთ ბეილის ნაცვლად ბრენან ჯონსონი გავიდა მინდორზე. რას ნიშნავდა ლიდერის სკამზე დასმა? ვითომ ეს უკვე კაპიტულაცია იყო? ძნელი სათქმელია. თუმცა, ბეილს თითქმის არაფერი შეუქმნია პირველ ტაიმში.

შემდეგ კი იყო ორწუთიანი მონაკვეთი, როცა რაშფორდმა და ფოდენმა ორჯერ დაამწუხრეს უელსელები. მალე ამას რაშფორდის კიდევ ერთი გოლი მოჰყვა. „მანჩესტერის“ ფორვარდმა“კი დუბლი მიითვალა. ეს გოლი მე-100 გამოდგა ინგლისის ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე გატანილი.

თამაშიც შედარებით გაიხსნა და ინგლისელთა დამრიგებელმა, გარეთ საუთგეიტმა ისეთი ფეხბურთელები გაიყვანა მოედანზე, რომლებსაც ნაკლებად უწევთ თამაში. ჯეკ გრილიში, კელვინ ფილიპსი. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი საერთოდ პირველად გამოჩნდა ტურნირზე.

საბოლოოდ - 0:3. ამრიგად, ინგლისის ნაკრებმა A ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში 4 დეკემბერს, სენეგალის ეროვნულ გუნდს შეხვდება.

უელსი - ინგლისი 0:3

ერ-რაიანი. „აჰმედ ბინ ალი“

0:1 რაშფორდი (50), 0:2 ფოდენი (51), 0:3 რაშფორდი (68)

უელსი: უორდი, დევისი (მორელი 59), მეფამი, როდონი, უილიამსი (რობერტსი 36), ამპადუ, ალენი (კოლუილი 81), რემზი, ჯეიმსი (უილსონი 77), ბეილი (ჯონსონი 46), მური

მწვრთნელი: რობ პეიჯი

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი (ალექსანდერ-არნოლდი 57) , სტოუნზი, მაგუაირი, შოუ (ტრიპიერი 65), რაისი (ფილიპსი 58), ჰენდერსონი, ბილინგემი, რაშფორდი (გრილიში 76), ფოდენი, კეინი (უილსონი 57)

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

გაფრთხილება: ჯეიმსი (29), რემზი (61)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 1-7, ბურთის ფლობა: 35%-65%, კუთხურები: 1-6, თამაშგარე: 1-1

1. ინგლისი 3 2 1 0 9 2 7 7
2. აშშ 3 1 2 0 2 1 1 5
3. ირანი 3 1 0 2 4 7 -3 3
4. უელსი 3 0 1 2 1 6 -5 1
0.110989