სხვა

0:51 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრივის ყოფილი რეფერი პაკიაოს სასარგებლოდ თაღლითობას აღიარებს

კრივის ყოფილი რეფერი, ფილიპინელი კარლოს პადილა აღიარებს, რომ 22 წლის წინათ, როდსაც მისი სახელოვანი თანამემამულე მანი პაკიაო ავსტრალიელ ნედალ „სკინი“ ჰუსეინს შეხვდა, პაკიაოს სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

მაშინ პაკიაო 21 წლის ამომავალი ვარსკვლავი იყო. ჰუსეინს WBC-ს ზე-როჭოს წონაში (55 კგ), საერთაშორისო ტიტულისთვის შეხვდა. ბრძოლა მანილაში, 2000 წელს გაიმართა. მეოთხე რაუნდში ავსტრალიელმა პაკიაო ძირს დასცა. პადილა აღიარებს, რომ პაკიაოს 10-ის დათვლა გაუჭიანურა.

ცნობისათვის, პადილა ის კაცია, ვინც კრივის ისტორიაში „მანილას თრილერის“ სახელით ცნობილ ჯახი იმსაჯა. იმ ბრძოლაში, რომელიც 1975 წელს გაიმართა და რომელშიც მუჰამედ ალიმ ჯო ფრეიზერი დაამარცხა.

„მე ფილიპინელი ვარ და ამ ბრძოლას ფილიპინებზე ყველა უცქერდა. ამიტომ, დათვლა გავაჭიანურე. ვიცოდი, ეს როგორ უნდა მექნა. როცა წამოდგა ვკითხე - ჰეი, კარგად ხარ? ასე გავაგრძელე ბრძოლა“, - ღიმილით ამბობს პადილა, ვინც ახლახანს ნევადას კრივის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

მოგვიანებით, პაკიაომ თავით დაარტყა ჰუსეინს და მარცხენა წარბი გაუხეთქა. მაგრამ პადილამ ეს დარღვევად არ შეაფასა. ავსტრალიელს სისხლდენა ვერ შეუჩერეს და რეფერიმ პაკიაოს სასარგებლოდ, ტექნიკური ნოკაუტი დააფიქსირა.

„მე ეს მომენტი შევაფასე, როგორც დარტყმა, მაგრამ რეალურად, ის თავებით შეჯახება იყო. მე ექიმს ბრძოლის შეჩერების უფლება მივეცი. მაგრამ მათ იციან, რაც მოხდა. ეს ჩემი შეცდომა იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116261