სხვა

23:15 | 29.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნინა თიბილაშვილის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში ვარშავის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია.

დღეს ქართველმა პარამოფარიკავემ ვარშავის ევროპის ჩემპიონატზე ხმლით ფარიკაობაში მეორე ადგილი დაიკავა. თიბილაშვილმა ოთხეულში შესასვლელი ბრძოლა მოუგო ფრანგ ბიანა ვიდესს ანგარიშით 15:12, ნახევარფინალში უნგრელი ევა ჰაჯმასი დაამარცხა 15:7, ფინალში კი პოლონელ კინგ დროჟთან შეხვედრისას, მსაჯის გადაწყვეტილებით, არაერთგზის მიიღო წითელი ბარათი, რამაც მოწინააღმდეგეს ავტომატურად მოუმატა ქულები და ასპარეზობა პოლონელი პარამოფარიკავის სასარგებლოდ დასრულდა და ნინა თიბილაშვილი მეორე ადგილს დასჯერდა.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები განაგრძობს ასპარეზობას პოლონეთის ევროპის ჩემპიონატზე. ხვალ ჩვენი გოგონები ხმლით ფარიკაობაში გუნდურ შეჯიბრში იბრძოლებენ მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114612