ფეხბურთი

18:33 | 29.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბურთში ჩამონტაჟებულმა ჩიპმა რონალდუს მხრიდან ბურთზე შეხება ვერ დააფიქსირა

შეეხო თუ არ აბურთს კრიშტიანუ რონალდუ? ეს შეკითხვა ყველაზე აქტუალურია. ურუგვაისთან მატჩში ბრუნო ფერნანდეშის ჩაწოდების შემდეგ კრიშტიანუ ბურთზე თავით თამაშს ცდილობდა, რომელიც კარში აღმოჩნდა და გოლი გავიდა.

რონალდუმ გოლი ისე იზეიმა, თითქოს მან გაიტანა, მაგრამ საბოლოოდ, გოლი ბრუნოს ჩაეთვალა. თუმცა, კრიშტიანუმ თქვა, რომ ბურთს შეეხო და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამაც ფიფას მიმართა გოლი რონალდოს ანგარიშზე ჩაეწერა.

თუმცა, როგორც ჩანს, 37 წლის სუპერვარსკვლავი ბურთს არ შეხებია. Adidas-ის მიერ შექმნილ „ალ რიჰლას“ ბურთს შიგნით ჩამონტაჟებული აქვს სენსორული ჩიპი, რომელმაც დააფიქსირა, რომ ბრუნოს ჩაწოდების შემდეგ ბურთს არავინ შეხებია და შესაბამისად, რონალდუს კონტაქტი არ ჰქონია.

ასე რომ, გოლი, როგორც ჩანს, ბრუნო ფერნანდეშის ანგარიშზე დარჩება. შეგახსენებთ, პორტუგალიამ ორივე მატჩი მოიგო და მერვედფინალის საგზური უკვე მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.061559