ფეხბურთი

13:50 | 29.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგის ფინალური ტურნირი ნიდერლანდებში გაიმართება

ერთა ლიგის ფინალური ტურნირი ნიდერლანდებში გაიმართება. მასში A ლიგის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები: ნიდერლანდების, ხორვატიის, იტალიისა და ესპანეთის ეროვნული გუნდები ითამაშებენ - გვამცნობს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

მინი-ტურნირი ორ ქალაქში, როტერდამსა და ენსხედეში ჩატარდება. ნახევარფინალები 2023 წლის 14-5 ივნისს გაიმართება. მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი - 18 ივნისს.

ნახევარფინალური წყვილების წილისყრა 2023 წლის იანვარში გაიმართება შვეიცარიულ ნიონში. ზუსტი თარიღი მოგვიანებით დასახელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129949