ფრანგული L'Equipe წერს, რომ ბელგიის ნაკრებში ძალიან დაძაბული შიდა ვითარებაა. ფეხბურთელები ხშირად კამათობენ და ეჩხუბებიან ერთმანეთს. ასე მაგალითად, კევინ დე ბრუინი ტიბო კურტუას არ ელაპარაკება, ედენ აზარი - ლეანდრო ტროსარდს. არცთუ კარგი ურთიერთობა აქვთ რომელუ ლუკაკუსა და მიში ბატშუაის.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გუშინ, 28 ნოემბერს, დე ბრუინმა, აზარმა და ვერტონგენმა ცხარედ იკამათეს, რომელშიც ლუკაკუ ჩაერია და მოშუღარნი დაამშვიდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ორი ტურის შემდეგ, ბელგიელებს სამი ქულა აქვთ და F ჯგუფში მესამე ადგილზე არიან.