ფეხბურთი

2:04 | 29.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

15 წლის ენცო ფერნანდესის წერილი ლიონელ მესის: "გთხოვ, დაბრუნდი და გვაპატიე"

არგენტინულ მედიაში გავრცელდა ენცო ფერნანდესის წერილი, რომელიც 2016 წელს ფეისბუქში გამოაქვეყნა და მაშინ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი მხოლოდ 15 წლის იყო.

ფერნანდესი ლიონელ მესის მიმართავდა და არგენტინის ნაკრებში დარჩენას სთხოვდა. წერილი 2016 წლის კოპა ამერიკის ფინალის შემდეგაა დაწერილი, როცა მესიმ არგენტინის ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

„როგორ დაგარწმუნოთ? თუ ასეთი საშინელი ერი ვართ, როგორ დაგარწმუნებთ? არცერთ ჩვენგანს, არცერთ არგენტინელს არ ჰქონია იმ წნეხის 1%-იც, რომელსაც შენ მხრებით ატარებ. ყოველდღე იღვიძებ, სარკეში იყურები და იცი, რომ 40 მილიონი ადამიანი შენგან სრულყოფილების გარდა სხვა არაფერს ელის. რას ველით შენგან? ჯერ კიდევ ვერ გავიგეთ, რომ შენ ხარ ადამიანი, წარმოუდგენელი ნიჭის მქონე ადამიანი, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ მაინც ადამიანი.

როგორ ვაპირებთ, რომ აზრი შეგაცვლევინოთ? უნდა დავფიქრდეთ და უნდა გავცნობიეროთ, რომ შენ არ ხარ პასუხისმგებელი იმ სიბრაზეზე, რომელსაც წაგებისა და იმედგაცრუების შემდეგ ვგრძნობთ. შევხედოთ ერთმანეთს და უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, ვითხოვთ თუ არა საკუთარი თავისგან იმის თუნდაც 1%-ს, რასაც შენგან ვითხოვთ. გააკეთე ის, რისიც გჯერა ლიონელ, მაგრამ გთხოვ კიდევ ერთხელ დაფიქრდი. დარჩი და ისიამოვნე. გიჟური ზეწოლის სამყაროში მათ შეძლეს და ამ თამაშიდან ყველაზე კარგი რაღაც, სიამოვნების მიღების უნარი წაგართვეს. „ალბისელესტეს“ მაისურში შენი თამაშის ყურება ყველაზე დიდი სიამაყეა. ითამაშე გასართობად, რადგან როცა ერთობი წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ სიამოვნებას გვანიჭებ. მადლობა და გვაპატიე“, - წერდა 6 წლის წინ ფერნანდესი.

შეგახსენებთ, რომ ენცო ფერნანდესმა მექსიკასთან მატჩში ულამაზესი გოლი სწორედ ლიონელ მესის პასით გაიტანა.

0.123444