ფეხბურთი

0:55 | 29.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" დირექტორთა საბჭო გადადგა, მათ შორის პრეზიდენტი ანიელიც

ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭო სრული შემადგენლობით გადადგა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

თანამდებობა დატოვეს პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ, ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა და გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ.

ჯერჯერობით, დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. ანიელი „იუვეს“ პრეზიდენტი 2010 წლიდან იყო. ვინ შეცვლის მას პრეზიდენტის პოსტზე ჯერჯერობით უცნობია.

ტურინის "იუვენტუსს" 1920 წლიდან ანიელების ოჯახი ფლობს, ამჟამად კი კლუბის მფლობელი ანდრეა ანიელის ბიძაშვილი ჯონ ელკანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120958